მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5-თვიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთში პანდემიის გამო დაკეტილი მეტრო ამუშავდა

5f55ee8add8d2
ნათია თაქთაქიშვილი
07.09.20 14:40
823
ხუთ თვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ინდოეთის დედაქალაქ დელიში მეტრო სადგურმა ოპერირება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ლოქდაუნამდე დელის მეტრო სადგური დღეში 2.7 მილიონ მგზავრს ემსახურებოდა. 

გამოცემის მიხედვით, ახალი რეგულაციები მეტროში პირბადეების გამოყენებას, სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვას და მგზავრებისთვის ტემპერატურის შემოწმებას ითვალისწინებს. მატარებლები გაჩერებებზე 10-20 წამით დიდხანს შეყოვნდებიან, რათა მგზავრებმა მატარებლის დატოვება სოციალური დისტანცირების დარღვევის გარეშე შეძლონ.

გახსნის პირველ ფაზაში მეტრო დღეში მხოლოდ 8 საათი იმუშავებს, ოთხი - დილის საათებში, ხოლო ოთხი - საღამოს საათებში. მეტრო სადგურებში, დაახლოებით, 800-მდე ადამიანი იმუშავებს, რომლებიც მატარებლებსა და სადგურებში სისუფთავის ნორმების დაცვაზე იზრუნებენ.

ინდოეთში COVID-19-ის 4,1 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული და 70,000 მოქალაქე გარდაიცვალა. ქვეყანა ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.