მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წელი და 100-მდე პარტნიორი - შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია HSE Group-ის მიღწევები

60865b39600a3
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.21 10:32
3249
საკონსულტაციო კომპანია „ეიჩესი ჯგუფმა“ შრომის უსაფრთხოების დაცვის სერვისების განვითარებისა და დასაქმებულებისთვის დაცული სამუშაო პირობების შესაქმნელად, მომსახურება საქართველოში მოქმედ კომპანიებს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გამკაცრებამდე შესთავაზა.

2016 წელს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პარტნიორებმა დავით გოგსაძემ და ვახტანგ აშმეიბამ ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების დაცვა და ამ პროცესების მონიტორინგი კომპანიის საშუალებით დაიწყეს.

„ეიჩესი ჯგუფის“ მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობა დაარსებიდან სულ მალე 2018 წელს საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონში შესული ცვლილებების შედეგად გაიზარდა. კონკრეტულად კი, შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით კომპანიებს, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების მიმართულებით ოპერირებენ, კანონით გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაეკისრათ, რამაც სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებულთა პირობები უსაფრთხო გახადა.





5 წლის განმავლობაში ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სერვისების უზრუნველყოფის მიმართულებით „ეიჩესი ჯგუფი“ 100-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს. „თქვენი უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია“ - ეს „ეიჩესი ჯგუფის“ დამფუძნებლებისა და კომპანიის მთავარი დევიზია, რომელიც დღეს უკვე საქართველოს კანონმდებლობით გაწერილ ვალდებულებებთან სრულ თანხვდენაშია.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მოქმედი საკონსულტაციო კომპანია დღეს პარტნიორებს მომსახურებას 6 მიმართულებით - შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების, ტრენინგებს, შრომის უსაფრთხოების აუდიტის, გარემოს დაცვის მომსახურებისა და მიკროკლიმატის ფიზიკური პარამეტრების გაზომვას სთავაზობს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი ვახტანგ აშმეიბა ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოება მეტ-ნაკლებად კვლავაც ახალ სფეროდ ითვლება, თუმცა წლიდან წლამდე კომპანიების მიდგომა ამ საკითხის მიმართ იხვეწება და იცვლება.

„ბევრი ორგანიზაცია ახლა უკვე თავად იჩენს ინიციატივას, იზრუნოს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებაზე. კომპანიებს შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებას ვთავაზობთ“, - ამბობს ვახტანგ აშმეიბა.




დღეისთვის კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 100-მდე ორგანიზაციას უწევს პარტნიორობას. მათ პორტფოლიოში ისეთი მსხვილი კომპანიებიცაა, როგორიცაა "სითი მოლი", "ავერსის" კლინიკები, "მინისო" და სხვა. თუმცა კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ სამუშაო არეალისა და კომპანიების რაოდენობის გაფართოებასთან ერთად პარტნიორებს სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებას ჰპირდება.

„5-წლიანი აქტიური მუშაობის შემდეგაც, კომპანიას დიდი სამომავლო გეგმები აქვს. რამდენიმე თვეა, რაც გარემოს დაცვის მომსახურება დავნერგეთ. გარდა ამისა, კომპანიებს უკვე ვთავაზობთ მიკროკლიმატის ფიზიკური პარამეტრების გაზომვას. სამუშაო ადგილზე ვამოწმებთ ჰაერში მტვრის ნაწილაკებს, ტენიანობას, ხმაურს, სინათლეს, რომ დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ.

ასევე მზადდება ტრენინგ-ცენტრი, რომელიც აკრედიტებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს მოამზადებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპანიის ყველაზე დიდი და მნიშნველოვანი სამომავლო გეგმაა. ტრენინგ-ცენტრის შექმნის იდეაც ჩვენი გუნდის მრავალწლიან გამოცდილებას ემყარება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება შეგვიძლია დამწყებ სპეციალისტებს გავუზიაროთ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი დავით გოგსაძე.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია 2016 წლის 25 აპრილს დაფუძნდა. მას შემდეგ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტები მნიშვნელოვნად განვითარდა. „ეიჩესი ჯგუფში“ კი ამბობენ, რომ შრომის ბაზარი განვითარებას განაგრძობს და ისინი ამ მიმართულებით ორგანიზაციებისთვის სერვისების მიწოდებას მომავალშიც გააგრძელებენ.




(NS)