მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„5 წელში EU-ში საქართველოს 0.5 მლნ-ზე მეტმა მოქალაქემ 1.5 მლნ-მდე ვიზიტი განახორციელა“ - პრემიერი

624160aa2e594
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.22 11:22
583
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან 5-წლიანი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს 0.5 მლნ-ზე მეტმა მოქალაქემ თითქმის 1.5 მლნ ვიზიტი განახორციელა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების 5 წლის თავთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ, მთელმა მთავრობამ ამისთვის ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ ეს რეჟიმი 2013 წელს დავიწყეთ, როდესაც უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა ამოქმედდა.

2015 წლის დეკემბერში დავასრულეთ და ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და ამის შემდეგ ერთ წელიწადში უკვე გაიხსნა და ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობენ. 

5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 0.5 მლნ-ზე მეტმა მოქალაქემ თითქმის 1.5 მლნ ვიზიტი განახორციელა, რაც კონკრეტული ხელშესახები შედეგია, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შედეგია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.