23.ოქტომბერი .2021 18:20

5 წელში რუსეთთან ექსპორტი 100%–ით გაგვეზარდა – ექსპორტის განვითარების ასოციაცია

5 წელში რუსეთთან ექსპორტი 100%–ით გაგვეზარდა – ექსპორტის განვითარების ასოციაცია
views 586
უკან

ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. 2021 წლის სექტემბერში წმინდა ექსპორტი წლიურად 10%-ით არის გაზრდილი და 270 მლნ დოლარს აღემატება. მაჩვენებელი 39%-ზე მეტად არის გაზრდილი, პანდემიმამდელ 2019 წლის სექტემბერთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, სულ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა ექსპორტი 2.166 მლრდ დოლარს აღწევს, 25.9%-ით მეტი ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში. 9 თვეში წმინდა ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72.7%-ია. საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მთლიანი მოცულობა 2.981 მლრდ დოლარია, რაც 24%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია, აღნიშნავს, რომ ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან 2020 წელს ყველა სექტორში შეფერხება იყო, ხოლო შედეგად ბაზარზე მოთხოვნა აკუმულირდა, რამაც საბოლოო ჯამში ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა აჩვენა. თუმცა, საექსპორტო ბაზრებზე ერთი და იგივე სავაჭრო პარტნიორების პრობლემა კვლავ დგას.

“ერთი და იგივე სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობა ცუდია, რადგან როდესაც ეკონომიკური და პოლიტიკური რყევებია, საკმაოდ რთულია შემდგომ ამაზე სწრაფი რეაქციის ქონა. დღეს ჩვენი მთავარი პარტნიორები რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინაა. ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთთან ექსპორტი 100%-ზე მეტად გაგვეზარდა, რაც ძალიან ცუდია. რუსეთზე დამოკიდებულება როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კუთხით საკმაოდ საშიშია” - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა