მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთ წელში რუსეთზე დამოკიდებულება 40%-მდე უნდა შევამციროთ - მეხუზლა

63072cf78cf68
მარიამ ვარადაშვილი
25.08.22 12:09
1980

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ მომდევნო ხუთ წელში რუსეთის წილი ღვნის ექსპორტში, რომელიც ექვსი თვის მონაცემებით თითქმის 60%-ს შეადგენს, 40%-მდე უნდა შემცირდეს. 

“გასულ წელს აშშ-ში ღვინის ექსპორტი 16%-ით გაიზარდა. წელს ძალიან კარგი მარკეტინგული კომპანია გვყვავს პარტნიორად და ვფიქრობ, უფრო თვალსაჩინო გახდება ამ ბაზარზე ექსპორტის მატება. ზოგადად, ძალიან მონდომებით ვმუშაობთ სხვა ბაზრებზეც - დიდ ბრიტანეთი, გერმანია. რა თქმა უნდა, გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც, ვგულისხმობ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს.  ვფიქრობთ, დაახლოებით 5 წელიწადში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 40%-ზე ქვემოთ ჩამოვიდეს”,-აცხადებს მეხუზლა. 

მისივე თქმით, მთავრობა გეგმავს 2025 წლისთვის აშშ-ს ბაზარზე ყოველწლიურად სტაბილურად 5 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდოს.  

2022 წლის ექვს თვეში საქართველოდან ჯამში 98 მლნ დოლარის მოცულობის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 58% რუსეთზე მოდის.