მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წელში საქართველოში საბაზისო პენსია 3 დოლარით გაიზარდა - PMC

62ab36d176f3c
მარიამ ვარადაშვილი
16.06.22 18:00
3774

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2017-2021 წლებში სახელმწიფო პენსიის ოდენობა ლარში გაიზარდა, თუმცა ლარის გაუფასურების გამო დოლარში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

კვლევაში წერია, რომ 2017 წლიდან 2021 წლამდე საბაზისო პენსია ლარში 33%-ით გაიზარდა და 240 ლარი შეადგინა. თუმცა, ლარის გაუფასურების გამო აშშ დოლარში ზრდა უმნიშვნელო იყო, და პენსიის ოდენობა 72 აშშ დოლარიდან 75 აშშ დოლარამდე მერყეობდა. 2017 წელს საბაზისო პენსია 180 ლარი იყო, რაც 72 დოლარს შეადგენდა. 2021 წელს კი პენსიის რაოდენობა 75 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, 5 წელში საბაზისო პენსია 3 დოლარით გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წელს პენსიების ინდექსაციის შესახებ კანონი მიიღო. პენსიის ინდექსაციის მიხედვით, 70 წლამდე ასაკით პენსიონერთა პენსია ყოველწლიურად გაიზრდება წლიური ინფლაციის ოდენობით (მინიმუმ 20 ლარით), ხოლო 70 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერების კი მინიმუმ 25 ლარით( ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%).