მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წლამდე ასაკის ბავშვების 6%-ს სათამაშო არ აქვს - საქსტატი

5e1c332704f53
თათია ჩაფიჩაძე
13.01.20 13:06
915
"5 წლამდე ასაკის ბავშვების 44%-ს 3 საბავშვო წიგნიც კი არა აქვს, ხოლო ბავშვების 6% სათამაშოების (იგულისხმება შეძენილი, ქარხნული წესით დამზადებული სათამაშოები) გარეშეა“, - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

შედეგების მიხედვით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 64% თამაშობს მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით, 94% - საოჯახო ნივთებით, მათ შორის სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით, ხოლო ბავშვების შედარებით მცირე პროცენტული წილი კი - თვითნაკეთი სათამაშოებით(12%).

საქსტატის თანახმად, 2 ან მეტი სახეობის სათამაშო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ 66%-ს აქვს.