მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წლამდე პატიმრობა - იტალია იზოლაციის წესების დარღვევისთვის სანქციებს ამკაცრებს

5e7b27f68b714
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.20 22:30
1238
იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრი ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. დაჯარიმდებიან ის პირები, ვინც უხეშად არღვევს კარანტინის წესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

ახალი წესების თანახმად, იმ პირებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ და არ დარჩებიან იზოლაციაში, ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ხოლო კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 400 ევროდან 3 000 ევრომდე გაიზარდა. ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც ვირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ხელისუფლების მიერ დაწესებულ რეგულაციებს დაარღვევენ, დაიხურებიან ხუთიდან 30 დღემდე ვადით.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დეკრეტის თანახმად, მოქმედი რეგულაციები 31 ივლისამდე ყოველთვიურად გადაიხედება და შესაძლებელია, კიდევ უფრო გამკაცრდეს.

25 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 69,176 შემთხვევაა გამოვლენილი, ჯამში გარდაიცვალა 6,820 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8,326 ინფიცირებული.