მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - IDFI-ს კვლევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

5f22814a0431c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.20 12:10
847
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადადგას და წარმოადგინოს ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტი - ამის შესახეებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2019 წლის ანგარიშის წარადგენის განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გაუარესებულია.

„ჩვენ საკმაოდ საკმაოდ მასშტაბური გამოკითხვა გავაკეთეთ ინფორმაციის მოთხოვნის მხრივ, კერძოდ 284 საჯარო დაწესებულებიდან 2019 წლის განმავლობაში ჩვენ გავაგზავნეთ 6 000 მეტი მოთხოვნა და ამ მოთხოვნების საფუძველზე ჩვენ შევადგინეთ ყოველწლიური რეიტინგი და ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ჩვენს ქვეყანაში.

2019 წელს ინფორმაციის თავისუფლების კუთხით ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, კერძოდ საჯარო უწყებების მხრიდან ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელმა 83% შეადგინა. მართალია, არ არის ეს განსაკუთრებულად შემცირებული მაჩვენებელი, მაგრამ ინფორმაციის ხელმისაწვდომიბის კუთხით გაუარესება არის.

ასევე გაუარესება გვაქვს რეიტინგულ საჯარო დაწესებულებებში“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

IDFI-ის დირექტორმა ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინონ ინფორმაციის თავისუფლების კანონპრექტი, რომელიც საჯარო გამჭირვალობას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, პარლამენტმა იმუშაოს ინფორმაციის თავისუფლების კანონზე. მართალია, დღეისთვის ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტი მუშავდება საქათველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობის ადმინისტრაციას 2019 წლის ინფორმაციის თავისუფლების ანგარიშში გაუარესების მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს, უწყებაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითქმის 2-ჯერ არის შემცირებული. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამ უწყებამ, რომელიც უნდა იყოს მაგალითი საჯარო დაწესებულებებისთვის, რეალური ნაბიჯები გადადგას და არა მხოლოდ თავისი მაჩვენებელი გააუმჯობესოს, არამედ წარმოადგინოს ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტი“, - განაცხადა IDFI-ის დირექტორმა და დასძინა, რომ იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში საჯარო გამჭირვალობის კუთხით ყველაზე დახურული უწყებაა.