მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

50%-იანი ქეშბექ აქცია "თეგეტა მოტორსისგან"

5def7cef24b57
BM.GE
10.12.19 15:06
1441
მიუხედავად იმისა, რომ თოვლის მოსვლა იგვიანებს, საქართველოში ზამთარი უკვე დაიწყო და ტემპერატურა საგრძნობლად არის დაკლებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა, რადგან არა თოვლი, არამედ გზის ცივი საფარი ახდენს გავლენას ზაფხულის საბურავებზე და მათ უსარგებლოს ხდის. ზამთრის საბურავის სპეციალური შემადგენლობა კი სწორედ ისეა შერჩეული, რომ მისი შემცველი კომპონენტები ცივი გზის საფართან შეხებისას გააქტიურდეს და შესაბამისი მოჭიდება უზრუნველყოს.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს 50%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს ზამთრის საბურავებზე. აქციის ფარგლებში „თეგეტა მოტორსში“ პრემიუმ ხარისხის ზამთრის საბურავების შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად ნახევარი დაუბრუნდებათ ქეშბექის სახით თეგეტა ქარდზე. ამასთანავე, საბურავებზე მოქმედებს უსასრულო გარანტია, რაც გულისხმობს, რომ საბურავის ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში „თეგეტა მოტორსი“ უსასყიდლოდ აღგიდგენთ მას ან აგინაზღაურებთ გადახდილი ღირებულების 100%-მდე თანხას. შეცვლილი ზაფხულის საბურავები შეგიძლიათ შეინახოთ თეგეტას „საბურავების სასტუმროში“. აღნიშნული ქეშბექ აქცია მოქმედებს 15 დეკემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

თუ თქვენ პირადად ვერ ასწრებთ აქციით სარგებლობას, თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ, გამოიყენოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურება. თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი მენეჯერი და უმოკლეს დროში ჩაგაბარებთ ავტომობილს უკვე გამართულ მდგომარეობაში.
NS