მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$50 მლნ 10 ახალი სკოლისთვის - "მწვანე სკოლის" და "საქართველოს კაპიტალის" გეგმები

60b28d3789cf4
თელარა გელანტია
29.05.21 23:56
2471
10 ახალი სკოლა 7 წელიწადში - "მწვანე სკოლა" ფართოვდება. სკოლის გეგმებზე #Forbestalks-ში მწვანე სკოლის" დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ბაკურ სულაკაურმა ისაუბრა.

"გვინდა, შევქმნათ უნიკალური ქართული მოდელი, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ მივდივართ. იქმნება ქსელი", - აღნიშნა მან.

ბაკურ სულაკაურის თქმივე, მომდევნო 7 წელიწადში დაგეგმილი 10 კამპუსიდან 6 სკოლა გაიხსნება თბილისში, 4 კი - რეგიონში.

#Forbestalks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუს დროს სულაკაურმა ვრცლად ისაუბრა "საქართველოს კაპიტალთან" თანამშრომლობაზე. საქმე ისაა, რომ "მწვანე სკოლის" საკონტროლო პაკეტი (80%) სწორედ ამ საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა.  

"მოგეხსენებათ, ჩემი პარტნიორია "საქართველოს კაპიტალი" და მათი გადაწყვეტილება, რომ ინვესტიცია ჩაედოთ განათლების სექტორში, წამოვიდა იქიდან, რომ დაინახეს პოტენციალი. 6 სკოლა თბილისში და 4 - რეგიონში -  ასეთია გეგმა. თბილისში კამპუსებს ისე რაიონებში ვაშენებთ, სადაც ბევრი კერძო სკოლა არაა კონცენტრირებული; როდესაც "საქართველოს კაპიტალი" აპირებდა განათლების სექტორში შესვლას, ბუნებრივია, მათ ჯერ ნახეს, ვინ იყვნენ სექტორის მოთამაშეები. შემდეგ გადაწყვიტეს მათი შეძენა და დაუკავშირდნენ მფლობელებს - ზოგი დასთანხმდა, ზოგთან მოლარაპაკება ახლა მიმდინარეობს. "საქართველოს კაპიტალმა" სამ სეგმენტში დაიწყეს ინვესტირება - მაღალბიუჯეტურში, საშუალო ფასიანში და მესამე - შედარებით ბიუჯეტურში ხელმისაწვდომი ფასით, როგორიცაა "მწვანე სკოლა" და ჩვენი საკონტროლი პაკეტი იყიდეს, რათა გააკეთონ ბიუჯეტური სკოლების ქსელი", - ამბობს ბაკურ სულაკაური.

მისივე ინფორმაციით, 7 წლის განმავლობაში "მწვანე სკოლის" 10 კამპუსის მშენებლობაში, დაახლოებით, 50 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.