საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოშია. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში შერჩეულ 15 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებთან ერთად ემუშავათ. პროგრამის მეორე ეტაპისთვის კი, ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, აქედან 5 სტარტაპი აქსელერაციის ფინალისტია იყო, კიდევ ხუთს კი მიეცა შესაძლებლობა, ინვესტორების წინაშე „დემო დღეზე“ საკუთარი იდეებით წარმდგარიყვნენ. ხუთმა ფინალისტმა პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განაგრძო, დამატებითი ინვესტიცია კი ფინალურ ეტაპზე ორმა გამარჯვებულმა მიიღო.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით მსგავსი ტიპის გლობალური პროექტი ხორციელდება. მსოფლიოში წამყვან, ერთერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან მუშაობის ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ქართული სტარტაპების, ასევე გლობალური ეკოსისტემის განვითარებაში. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პროექტში ჩართულ სტარტაპებს. ჩვენ გვეამაყება მათი წარმატება“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება. დემო დღეზე 10 კომპანია წარსდგა. ესენია: CARDEAL, Cargon, Echolize, FINMAP, Intrro, LiveCaller, Nextsale, Phubber, Stack და Tripcars. მათ შორის სამი უცხოური კომპანიაა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაა, რომლებიც ქართულ სტარტაპებად დარეგისტრირდნენ.
500 Georgia პროგრამის პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი Cardeal და Cargon 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონის ველზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე კი აქსელერაციის მეორე ნაკადზე აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ecosystems.500.co/500georgia/apply )
ინფორმაციისთვის, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?