მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups-ი,"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამას განაგრძობს. როგორც "საქართველოს ბანკში" განმარტავენ, პროექტი 500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და აქსელერატორში ჩართულ სტარტაპებს თავისი იდეების დახვეწაზე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებულ კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
"ეს ქვეყნისთვისაც დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა, ვინაიდან 500 Startups-ის შემოსვლა ხელს უწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას და ეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში, გლობალური ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება მიზნად“, - აცხადებს "საქართველოს ბანკის" ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელი ანდრო რატიანი.
სწორედ 500 Georgia-ს პროექტის ფარგლებში პროექტს უკვე ჰყავს პროგრამაში ჩართული სტარტაპების ტოპ 5-ეული: Nextsale, Cargon, Cardeal, Phubber, და Stack. კომპანიებმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უკვე მოიპოვეს ინვესტიციები. აქსელერაციის ორივე ნაკადიდან შერჩეული ტოპ 10-დან 2 რჩეული სტარტაპი საბოლოოდ ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე სილიკონ ველიზე წარუდგენს.
BMG-ი დაინტერესდა, რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პროგრამას და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერას სტარტაპ კომპანიებისთვის და რა შესაძლებლობებს უხსნის მათ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროექტში მონაწილეობა.
Nextsale-ს აღმასრულებელი დირექტორი ვუსალ ორუჯოვი:
„500 სტარტაპის პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნიშნავს ბევრ საინტერესო ადამიანთან ყოფნას, წარმატებისა და წარუმატებლობის სწავლას ერთმანეთის მაგალითებზე, რაც განსაკუთრებული გამოცდილებაა. ვფიქრობთ, რადგან ხუთეულში მოვხვდით, ახლოს ვართ პირველობასთანაც, უბრალოდ, მეტი მუშაობაა საჭირო ამის მისაღწევად. გამარჯვებაში ჯადოქრობა ვერ დაგვეხმარება, წარმატება მხოლოდ დიდი მონდომებით და სურვილით მიიღწევა. პროგრამის დასრულების შემდეგ Nextsale-ი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ტექნიკისა და ცოდნის განვითარების კვალდაკვალ შევძლებთ წინსვლას“.
CarDeal-ის დამფუძნებელი ზურა ბაკურიძე:
„აქსელერაციის პროგრამის 500 Startup-ის მთავარი ღირებულებითი ნაწილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაშია. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ სახით, მხარდამჭერი შევიძინეთ. გარდა ამისა, თავად სტატუსი, რომ ამ 500 სტარტაპის ეკოსისტემაში მოვიაზრებით, იმის პირობაა, რომ ჩვენი ხმა დასავლელ ინვესტორებს გავაგონოთ. განსაკუთრებით ჩვენი მიმართულებით - ავტოინდუსტრიაში, იმისთვის, რომ მოგისმინონ აუცილებელია, რაღაც სტატუსი გქონდეს და ეს პროგრამა ჩვენ ამაში დაგვეხმარება“.
Phubber-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი:
„სტარტაპ ხუთეულში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვია, რადგან ამით Phubber-ის განვითარებაში ახალი თავი იწყება. 500 სტარტაპის აღიარება მოგვცემს იმას, რომ სამომავლოდ ინვესტორებს ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება Phubber-თან დაკავშირებით და სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო თანხების გაცემაზე უფრო მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებას. პროგრამაში კარგად არის დაბალანსებული საინვესტიციო კომპონენტი. გვიხარია, რომ იმ 100-ზე მეტი კომპანიიდან, რომელმაც განაცხადი შემოიტანა აქსელერაციის პროგრამაში ჩვენ ტოპ-5ეულში მოვხვდით და კიდევ ვიბრძოლებთ იმისთვის რომ მოვხდეთ ფინალში“.
Cargon-ის თანადამფუძნებელი ვანო ჩალაძე:
„პროგრამაში მონაწილეობისას ჩვენი პლატფორმა, პირველ რიგში, პროგრამის პარტნიორების მხარდაჭერით განვითარდა და სრულად შეიცვალა პლატფორმის ფუნქციონალი. ამასთან, ეს პროგრამა დაგვეხმარა ინვესტიციის მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე სერვისის გატანაში. დარწმუნებული ვარ, ყველა სტარტაპი განსაკუთრებულად ეკიდება პროგრამას, თუმცა ვინც დავრჩით ამ ეტაპზე, ალბათ თანაბარი შანსები გვაქვს, რომ ინვესტორის წინაშე წარვსდგეთ“.
Stack-ის დამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი:
„500 სტარტაპის პროგრამის ყოფნა საქართველოში მნიშვნელოვანია, რადგან ის რეგიონში ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ დიდ აქსელერატორთან ეს ჩვენთვის პირველი სამუშაო გამოცდილებაა, თუმცა ის სფეროები, რაზეც ვგეგმავთ თანამშრომლობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მარკეტინგის და საზოგადობასთან ურთიერთობის კუთხით. პროგრმის ბოლო ეტაპზე გადასვლისას ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაგვჭირდება აქსელერაციის პროგრამის პარტნიორებტან, რისიც დიდი მოლოდინი გვაქვს“.
ცნობისთვის, პროგრამის მეორე ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ecosystems.500.co/500georgia/apply
ინფორმაციისთვის, 500 Startups-ი მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება, დღესდღეობით კი, მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება