მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500-ზე მეტ დევნილ ოჯახს უძრავი ქონება გადაეცემა - მთავრობის გადაწყვეტილება

62f0fff858de6
ვიქტორია მღებრიშვილი
08.08.22 16:20
902
500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში უძრავი ქონება გადაეცემა - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 16 საკითხი განიხილეს. დევნილებისთვის გადასაცემი უძრავი ქონების შესახებ საკითხი კი ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული.

„500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

განხილული 16 საკითხიდან მთავრობის ადმინისტრაცია მცირე ინფორმაციას, კიდევ ერთი საკითხის - ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტის შესახებ ავრცელებს, რომლის მიხედვით ორ კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.