მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამით დადის? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?! - იმნაძე

60fab04a5f44f
ინგა მურუსიძე
23.07.21 16:20
5034
"მახსოვს, მეკითხებოდნენ - ვირუსი ღამით დადის? - ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?!", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვას -  ეპიდვითარების გათვალისწინებით, უნდა დაწესდეს თუ არა შეზღუდვები ისევ და თუ - კი, რა სახის.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტიანობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ <მედია> მეკითხებოდნენ - „ვირუსი რა, ღამით დადის?“, ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?! სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებული... აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა.

დღეს, პირველ რიგში, ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში, გვაძლევს საშუალებას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ“, - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დროულად უნდა აიცრას და ის რეგულაციები, რაც დღესაც არის, მაგალითად, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, აუცილებლად უნდა იქნას დაცული.