მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“5000-ლარიანი დახმარების მიღება 440 რესტორანს სურს” - თბილისის მერია

6088437970a3d
ანუკა ჯოხაძე
28.04.21 00:30
1138
რესტორნების სუბსიდირების პროგრამა პრემიერ-მინისტრმა 4 მარტს წარადგინა. პროგრამა რესტორნების ერთჯერად დახმარებას გულისხმობს, რითაც ჯამურად 400-მდე რესტორანმა უნდა ისარგებლოს.

რა ეტაპზეა პროგრამა და რა რაოდენობის განაცხადი შევიდა თბილისის მერიაში 5000-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, ამ კითხვით BM.GE-იმ თბილისის მერიას მიმართა.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია აცხადებს, საერთო ჯამში განაცხადი 5000-ლარიან დახმარებაზე 440-მა რესტორანმა შეავსო, საიდანაც 35 განაცხადი დახარვეზდა. მისი განმარტებით, დახმარებების მომლოდინე რესტორნები კუთვნილი თანხების მიღებას მაისის უქმე დღეების შემდეგ კვირაში შეძლებენ.

“განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია. ჩვენ ახლა გავუგზავნეთ შეტყობინება იმ რესტორნებს, რომლებსაც ხარვეზები ჰქონდათ არსებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. დაახლოებით 440 განაცხადი შემოვიდა. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია, შესაბამისად, დახმარებას 400 აპლიკანტი მიიღებს. ამ გადმოსახედიდან ეს თანხა სრულად იქნება ათვისებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უქმე დღეების შემდეგ კვირაში რესტორნებს შესაბამისი დახმარება უკვე ჩაერიცხებათ”, - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

ცნობისთვის, რესტორნების სუბსიდირების პროგრამისთვის თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ჯამურად რესტორნების სუბსიდირებაში სახელმწიფო 2 მილიონ ლარს გადაიხდის.