27.აგვისტო .2019 17:05

₾500,000-ის გირაო - სასამართლოს გადაწყვეტილება ავთანდილ წერეთლის საქმეზე

views 603
უკან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ₾500,000 ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამასთანავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბრალდებულს პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა. 

თავად ავთანდილ წერეთელი გადაწყვეტილება არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მას კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. 

"ჩემი "დანაშაული" ერთადერთია - მე ჩემს მეგობრებს ჩემი ფული ვასესხე. იმ პერიოდში ჩემს კომპანიება 200 მლნ ზე მეტი ბრუნვა და 2000 ზე მეტი დასაქმებული მყავდა. მე ჩვენებაც მივეცი, რომ ეს ჩემი თანხები იყო და მანამდეც ბევრჯერ გამისესხებია თანხები მათზე და სხვებზეც. 

არ შეიძლება ასეთ საქმეზე დეტალებს და საგამოძიებო სტრუქტურებში თუ სასამართლოში მედიის საშუალებით ვიგებდე. ეს არ იყო "ფულის გათეთრება" , ყველაფერი იყო ოფიციალურად, ბანკის თანხებით და გამჭირვალედ, ანუ "თეთრი ფულით" რა დავაშავე არ მესმის. 

არც გირაოს ვეთანხმები, რადგან გამქცევ და უპასუხისგებლო კაცს ვერ ნახევარი მილიონი დააკავებს და ვერც 3 მილიონის გირაო. 

დამიბარეს და დილის 7 საათზე ვიყავი თბილისში და დღეს ვარ სასამართლოში. ასეც მოვიქცევი მომავალში. ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან, კი წლებია პარტნიორობა მაკავშირებს,"- ამბობს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა