მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500,000 პენსიონერის ვაქცინაციის შემთხვევაში 200-ლარიანი ბონუსების ბიუჯეტი 100 მლნ იქნება

61891cbc3b0eb
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.21 16:48
1378
საქართველოში მცხოვრებ ნახევარ მილიონ პენსიონერს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში 200-ლარიანი ბონუსის მიღება შეეძლება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო. მისი თქმით, წინასწარ რთულია თქმა, რა მოცულობის თანხა იქნება პროექტისთვის საჭირო, რადგანაც ეს პენსიონერთა მიმართვიანობაზეა დამოკიდებული, თუმცა მთლიანობაში პროექტის ბიუჯეტი სრული მოცვის პირობებში 100 მლნ ლარი იქნება.

“კონკრეტულ თანხაზე რთულია დღეს საუბარი. მნიშვნელოვანია თუ რა ნაწილი იქნება პროცენტულად ჩართული ამ კამპანიაში, რაც იწყება დღეიდან და გაგრძელდება წლის ბოლომდე. 500,000-მდე საპენსიო ასაკის პირია, რომელიც დღეს არ არის აცრილი. ამ რაოდენობიდან ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ აცრას, მიიღებენ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს”, - ამბობს ხუციშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში 793,920 ასაკით პენსიონერი ცხოვრობს. NCDC-ის ვაქცინაციის სტატისტიკის თანახმად, 60-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 94,272 ადამიანი; 65-69 წლის ჯგუფში - 81,193; 70-74 წლის ჯგუფში - 63,840; 75 წელს ზემოთ ჯგუფში კი - 59,824 ადამიანი.

შესაბამისად, დაახლოებით, 300,000 ასაკით პენსიონერია ქვეყანაში აცრილი.