მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

52 წლის შემდეგ, 2020 წლის ივლისში, Balenciaga Couture ხელახლა გაიხსნება - Demna Gvasalia Daily

5e256dbe7153a
BM.GE
20.01.20 13:06
2342
„ბალენსიაგა“ ფესვებს უბრუნდება - ბრენდი ბრუნდება ოტ კუტიურში,1968 წლის შემდეგ, პირველად”, - ამის შესახებ Facebook-ზე Demna Gvasalia Daily-ის გვერდზეა ნათქვამი.

პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“1919 წელს კრისტობალ ბალენსიაგამ ბალენსიაგა ოტ კუტიურ ბრენდად შექმნა. 1968 წელს კრისტობალმა ბალენსიაგას ოტ კუტიური დახურა. 1972 წელს ბალენსიაგა გარდაიცვალა. ბალენსიაგას მფლობელებმა კრისტობალის გარდაცვალებით ბალენსიაგაში ოტ კუტიურ თავი დახურეს და RTW კოლექციების წარმოება დაიწყეს.

52 წლის შემდეგ, 2020 წლის ივლისში, დემნას ხელმძღვანელობით, Balenciaga Couture ხელახლა გაიხსნება.
ბრენდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბალენსიაგას ოტ კუტიურის აღდგენა დემნას შემოქმედებითი ხედვის წარმატების შედეგია.

მოდაში 14-წლიანი მუშაობის მიუხედავად, ბალენსიაგას 2020 წლის ოტ კუტიური დემნას პირველი Haute Couture კოლექციის ჩვენება იქნება.

ოტ კუტიურის გუნდი ქალის, კაცის ტანსაცმლის ხაზების და აქსესუარებისგან განცალკევებით შეიქმნა. ისინი დემნას ხელმძღვანელობით იმუშავებენ, მაგრამ განსხვავებულ ლოკაციაზე განსხვავებული შემადგენლობით.

ბალენსიაგას ოტ კუტიურ ატელიე ისტორიულ ადგილზე მოეწყობა - 10 Avenue George V, Paris. 1968 წლამდე ბალენსიაგას ატელიე, კრისტობალ ბალენსიაგას ხელმძღვანელობით, ამ მისამართზე მდებარეობდა.

სიმბოლურია, რომ ხვალ კრისტობალის დაბადების დღეა. ბალენსიაგა 1895 წლის 21 იანვარს ესპანეთში დაიბადა. სამოქალაქო ომის შემდეგ პარიზში გადავიდა და უკან საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა. ცხოვრობდა, მუშაობდა და გარდაიცვალა პარიზში”, - ნათქვამია პოსტში.