მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

520-ე დადგენილება ნამდვილად ეფექტიანი იყო - ეკატერინე ტიკარაძე

608967535099a
ინგა მურუსიძე
28.04.21 17:53
666
ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 520-ე დადგენილება ნამდვილად ეფექტიანი იყო. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატის იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც აღნიშნული დადგენილების ეფექტიანობას შეეხებოდა.

მისი შეფასებით, 520-ე დადგენილების ეფექტიანობა მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან დანახარჯების შემცირებაში აისახა.

„დეფიბრილატორების კომპონენტში, როცა მოქალაქეს 7-8 ათასამდე ლარის თანაგადახდა უწევდა, ხშირ შემთხვევებში მოქალაქე ამის გამო საჭირო ოპერაციას ვერ იკეთებდა, ხოლო დღევანდელი დადგენილებით, 350 ლარამდე არის დაწეული ეს თანაგადახდა. შედეგად, პაციენტის ჯიბიდან გადასახადი მომსახურეობაზე ჯამში 2,5 მლნ ლარით შემცირდა. 

სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯიც შემცირდა. ჩვენი გეგმა უცვლელია. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სექტორთან ერთად; გამოვლენილია სექტორები, სადაც დანახარჯები დიდია და ჩვენ სექტორულად, ეტაპობრივად სრულად მოვიცავთ ყველა მიმართულებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე 520-ე დადგენილების ეფექტს ასახელებს