მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

520-ე დადგენილებამ ფაქტობრივად გაგვანადგურა - ანზორ მელია

62caaaed4fcaf
ელენე გოგბერაშვილი
10.07.22 15:10
4758
კლინიკებისთვის ზარალიანი კარდიოქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 520-ე დადგენილება გამოსცა და კლინიკებს აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფები გაუთანაბრა.

კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ 520-ე დადგენილებამ მონოპროფილური კლინიკები ფაქტობრივად გაანადგურა.

„520-ე დადგენილებამ ფაქტობრივად გაგვანადგურა მონოპროფილური კლინიკები. შუნტირება 8500 ლარად არის შეფასებულ, როცა თვითღირებულება 14 000 ლარზე მეტია. კარდიოქირურგიული სახარჯი მასალები ძალიან ძვირადღირებულია. წინასწარი გადახდის გარეშე ფირმები არ გვაძლევენ, ამიტომ იძულებული ვართ ოპერაციები შეზღუდულად გავაკეთოთ.

კარდიოდეფიბრილატორებს რამდენიმე წლის წინ ჩვენ თვითონ ვყიდულობდით და მერე სახელმწიფო გვიხდიდა 5 თვის შემდეგ ანაზღაურებას, ამიტომ ცოტას ვაყენებდით. ახლა თვითონ შეიძინა და გვაძლევს. ეს არის ბედნიერება. ასე შეუძლია მთავრობას სახარჯ მასალებზე გაგვიწიოს დახმარება, თორემ კლინიკები დაიხურებიან.

ჩვენ გამდიდრებას ამ ფულით არ ვაპირებთ. გვინდა მოვემსახუროთ მაღალხარისხიანად პაციენტებს. ამისთვის საჭიროა თანხები. არ იყიდონ ორგანიზაციებმა მანქანები, ყოველ წელს ნუ გამოცვლიან და მედიცინას უფრო მეტი დრო, ფინანსები დაუთმონ, რადგან მათი დედა, მამა, ძმა შეიძლება მოხვდეს იგივე კლინიკაში.

ჩვენც ვიცით ექიმებმა, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, მაგრამ გამოიძებნება, როგორც გამოიძებნა დეფიბრილატორების შემთხვევაში“,-აცხადებს მელია.

520-ე დადგენილების ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს კარდიოქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან ლომინაძეც.

„ამ დადგენილებით შეიზღუდა სახარჯი მასალების შესყიდვა და ხარისხის შენარჩუნება. ხარისხის შენარჩუნება კი ხდება პერსონალის ხელფასის და კლინიკის მოგების ხარჯზე. უბრალო არითმეტიკაა, სარქვლის ბიოლოგიური და მექანიკურით ჩანაცვლებას ერთი ფასი აქვს, მაშინ როცა მექანიკური საშუალოდ 1500 ლარი და ბიოლოგიური 5000 ღირს.

თავის დროზე სათანადო კომუნიკაცია რომ ყოფილიყო ამ შედეგს არ მივიღებდით. სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ხომ შეიძლება შეთანხმებული ყოფილიყო სპეციალისტებთან. უფრო ნაკლები ტრამვა იქებოდა კლინიკებისთვის და პაციენტებისთვისაც.

ყველაფერი გაძვირდა. როგორ წარმოგიდგენიათ ოპერაციის ფასი არის იგივე. 2013 წელს დადგენილი ფასი კიდევ შეამცირეს. ამ პირობებში როდემდე შეძლებს ნებისმიერი დარგი მუშაობას არ ვიცი“,-აცხადებს ლომინაძე.