მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

520-ე დადგენილებასთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო სწორი - ეკატერინე ტიკარაძე

5e1ef7bca9026
ინგა მურუსიძე
15.01.20 15:29
1139
520-ე დადგენილებასთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო სწორი, - ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიას თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს დადგენა კიდევ ორ საკითხთან მიმართებაში, რაზეც კლინიკებს შენიშვნები ჰქონდათ.

„520-ე დადგენილებასთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო სწორი. ის ტარიფები, რომელიც იყო დადგენილი, იყო მიზანშეწონილი და ახლა მიმდინარეობს დადგენა შემდეგ ორ კოდთან მიმართებაში, რომლებზეც კლინიკებს ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები. ვიმედოვნებთ, რომ ერთ კვირაში გვექნება შედეგები ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის 520-ე დადგენილების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს მომსახურების ტარიფები გაუთანაბრდათ, რასაც სამედიცინო დაწესებულებების ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.