მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5,300-ზე მეტი ადამიანი 85 სასტუმროში - კარანტინის სტატისტიკა საქართველოში

5e88476ad32ae
თელარა გელანტია
04.04.20 13:00
723
5,300-ზე მეტი ადამიანი საკარანტინე პერიოდს 85 სასტუმროში გადის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება. 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 1500-ზე მეტმა ადამიანმა.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი კორონავირუსით 156 ადამიანია ინფიცირებული. დადასტურებული ინფიცირებული პაციენტებიდან 28 უკვე გამოჯანმრთელდა. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 344 მოქალაქე იმყოფება.