23.მარტი .2023 18:05

55%-იანი ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ამკაცრებს

55%-იანი ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ამკაცრებს
views 704
უკან

მაღალი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, თურქეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ამკაცრებს.

კომიტეტის დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.5%-იან ნიშნულზე დარჩება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 55%-იან ნიშნულზეა. მიუხედავად თურქსტატის მიერ გასაჯაროებული შემაშფოთებელი მონაცემებისა, ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე გაცილებით უფრო მაღალი, ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია.

თურქეთში ინფლაციის დონის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 8.5%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.

ერდოღანის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მთავრობისგან სხვას არაფერს არ უნდა მოველოდეთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა