მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

area.ge - გარანტირებული შეთავაზებების სივრცე - მიიღე შენს მოთხოვნებს მორგებული იპოთეკური სესხის შეთავაზება რამდენიმე ბანკიდან - (R)

619e46b7b7a21
BM.GE
24.11.21 18:03
778
area.ge უძრავი ქონების მუდმივად განვითარებადი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს ონლაინ, უფრო გამარტივებული პროცესით სთავაზობს.

ამას ადასტურებს ის სიახლეც, რასაც პლატფორმაზე დღეიდან გამოჩნდა.

area.ge-ს მომხმარებელს უკვე შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ბანკში გადააგზავნოს იპოთეკური სესხის მოთხოვნა, რაც საშუალებას მისცემს დისტანციურად მიღებული შეთავაზებებიდან გააკეთოს არჩევანი.

area.ge-ის პარტნიორთა სიას დაემატა ისეთი მოწინავე ბანკები, როგორიც არის თიბისი და ვითიბი. მომხმარებელი, რომელიც უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკური სესხის პირობებით არის დაინტერესებული, განაცხადის შევსებას და გადაგზავნას უშუალოდ საიტიდან შეძლებს, ერთდროულად სამ ბანკში ან მისთვის სასურველ ერთ კონკრეტულში.

„ბინის შეძენისას გადამწყვეტია სწორი იპოთეკური სესხის შეთავაზება და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პირობები. ღია ბანკინგი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში მოვახდინოთ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლა. სწორედ ეს მოთხოვნა და შესაძლებლობა გახდა ჩვენი მოტივაცია ვიყოთ ბაზარზე არსებული მოწინავე კომერციული ბანკების პარტნიორი და შევთავაზოთ მრავალფეროვნება ჩვენს მომხმარებელს“ - აცხადებს area.ge-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი, სალომე ტყეშელაშვილი.

იპოთეკური სესხის მოთხოვნის პროცესი საკმაოდ მარტივია. პლატფორმაზე მოცემულია იპოთეკური სესხის კალკულატორი, რომელიც სასურველ სესხის ოდენობაზე ყოველთვიურ გადასახადს გამოთვლის. ამის შემდეგ, მომხმარებელი მონიშნავს მისთვის სასურველ ბანკს, შეავსებს პირად მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი) და მოთხოვნა გაიგზავნება. შესაბამისი ბანკის ან ბანკების წარმომადგენელი მომხმარებელს ერთი სამუშაო დღის ვადაში დაუკავშირდება კონკრეტული შეთავაზებით და პირობებით.

area.ge მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ სიახლეს ჰპირდება, რაც მათ უძრავი ქონების ძიებასა და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე წვდომას უფრო გაუმარტივებს.