04.მარტი .2020 15:42

560 მლნ მაღალრეიტინგული ქართული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განვათავსეთ - სააგენტო

views 673
უკან

საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინვესტირების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა.

„როგორც ცნობილია, საბანკო დეპოზიტი ყველაზე დაბალრისკიანი ფინანსური ინსტრუმენტია. ამასთან, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებები რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან გრძელდება,“ - აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.

სააენტოს შეფასებით, საპენსიო სააგენტოს მიერ თანხის ინვესტირება განახორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი 9%-ის ნაცვლად 14,9% - ს შეადგენს. ინვესტიციის პერიოდი 5 წლის ვადით განისაზღვრა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აღნიშნული პერიოდის ბოლოს განხორციელებული ინვესტიცია (560 მლნ ლარი) თითქმის გაორმაგდება, რაც მნიშვნელოვან სარგებელს წარმოადგენს საპენსიო სქემის ყველა მონაწილესათვის.

ცნობისთვის: სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტი (ანაბარი) და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებული თანხა.

საპენსიო სააგენტო bm.ge-ის პასუხობს: 560 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატები შევიძინეთ

სებ-ში საპენსიო სააგენტოს მიერ განთავსებული თანხა ერთ დღეში 236 მლნ ლარით შემცირდა

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა