10.სექტემბერი .2020 09:54

57 ახალი ინფიცირებული, 9 - გამოჯანმრთელებული - განახლებული covid სტატისტიკა

views 682
უკან

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. დაავადებათა კონტროლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს.

განახლებული სტატისტიკა ასეთია:
გარდაიცვალა 19 პაციენტი
კარანტინის რეჟიმში 5882 მოქალაქე, 
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 390 პირი იმყოფება.