მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$57 მლნ – 10 თვეში ელექტროენერგიის იმპორტზე დახარჯული თანხა

5dd920a4c331a
დავით ჯალაღონია
23.11.19 16:34
1362
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ–ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტზე საქართველომ 57 მილიონ 281.5 ათასი აშშ დოლარი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან ელექტროენერგიის შესაძენად მეზობელი ქვეყნებისთვის გადახდილი თანხა 3.5–ჯერ გაიზარდა.

გასულ წლებში ამ მხრივ ასეთი მონაცემებია:

2018 $75 774.0

2017 $66 706.6

2016 $21 841.6

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 12.6%-ით გაიზარდა. კერძოდ მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ამ მაჩვენებელმა 1 215.8 მლნ კვტ.სთ-ს შეადგინა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1 061.9 მლნ კვტ.სთ.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 99% რუსეთიდან განხორცილდა.

ელექტროენერგიის იმპორტი
(მლნ კვტ.სთ - 10 თვე)

რუსეთი - 192.538

აზერბაიჯანი - 2.731