23.ნოემბერი .2022 00:10

$575-მილიონიანი კრიპტო თაღლითობის გამო, HashFlare-ის დამფუძნებლები დააკავეს

$575-მილიონიანი კრიპტო თაღლითობის გამო, HashFlare-ის დამფუძნებლები დააკავეს
views 635
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა კრიპტოპროექტ HashFlare-ის ორი დამფუძნებელი დააკავა.

HashFlare-ი თაღლითური ფინანსური პირამიდა იყო, რომელიც 2015 წლიდან 2018 წლამდე ოპერირებდა და ის მომხმარებელს დისტანციური მაინინგის სერვისს სთავაზობდა.

კომპანიის მტკიცებით, კლიენტებს თანხის სანაცვლოდ HashFlare-ის მაინერის დაქირავება შეეძლოთ, გამომუშავებულ კრიპტოვალუტას კი ისინი გასამრჯელოს სახით მიიღებდნენ, თუმცა სინამდვილეში HashFlare-ი არავითარ მაინინგ საქმიანობას არ ეწეოდა და ის კლასიკური ფინანსური პირამიდის პრინციპით ოპერირებდა, სანამ დამფუძნებლებმა პროექტის დასრულების და მომხმარებლების თანხის მითვისების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, ესტონელმა თაღლითებმა, სერგეი პოტაპენკომ და ივან ტუროგინმა 575 მილიონი დოლარი მიირთვეს და 75-მდე ძვირადღირებული სახლი, ავტომობილი და ფუფუნების საგანი შეიძინეს.

დაკავებულებს ბრალი 16 მუხლით აქვთ წაყენებული და, სავარაუდოდ, მათ თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ.