მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

578 ახალი ინფიცირებულიდან 416 აჭარაში დაფიქსირდა - covid-ის გეოგრაფიული სტატისტიკა

5f7ac71a1d766
ინგა მურუსიძე
05.10.20 11:13
572
578 ახალი ინფიცირებულიდან 416 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა - ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააჟღერა.

როგორც მან თქვა, ამჟამად სულ ქვეყანაში 4077 აქტიური შემთხვევაა და მათგან 45 არის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში და ასევე, მათგან 43 მართვით სუნთქვაზეა.

"რეგიონების მიხედვით კი, ინფიცირების ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება: აჭარაში 416 ახალი შემთხვევა, თბილისში - 72, იმერეთში - 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 23, ქვემო ქართლში - 10, გურიაში - 8, სამცხე-ჯავახეთში - 3, კახეთში - 1 და შიდა ქართლში - 1“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.