მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5924 ახალი შემთხვევა და 60 გარდაცვლილი - დღის კოვიდ-სტატისტიკა

612495afec29d
ელენე გოგბერაშვილი
24.08.21 10:44
1859
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა.

NCDC-ის სტატისტიკის თანახმად, გამოჯანმრთელდა 4 777 ადამიანი. დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობამ კი 47 288 შეადგინა.

24 აგვისტოს სრული კოვიდ-სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 523022 , ბოლო 24 საათში - 5924
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 458265 , ბოლო 24 საათში - 4777
მათ შორის გარდაცვლილი - 6891 , ბოლო 24 საათში - 60
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 47288, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 35185, PCR ტესტით - 12103
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 12,53%, ბოლო 14 დღის - 10,93%, ბოლო 7 დღის - 10,72%
სულ აცრილია - 1010096, დღიურად აცრილია - 30067
კარანტინის რეჟიმში - 116
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7410
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3320.