მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ უერთდება დედამიწის დღეს (R)

6261686e8b391
BM.GE
21.04.22 18:20
890
ყოველი წლის 22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, გარემოს დაცვა დღეს მსოფლიოსთვის მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულს, კომპანია "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაც" უერთდება.

თანამედროვე შენობის ხარისხის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი მისი ენერგოეფექტურობაა, რომელიც ერთის მხრივ, ხარჯის დაზოგვის და რესურსების ოპტიმალურად გამოყენების, ხოლო, მეორეს მხრივ, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური მექანიზმია. სწორედ ამ მიზნით, „აი ჯი დეველფმენტ ჯორჯია“–მ მნიშვნელოვნად ჩათვალა, მის საკუთრებაში შემავალი ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერის“ და „სითი მოლი“– ს მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობა, რომელიც პასუხობს გარემოს დაცვისკენ მიმართულ მთავარ პრინციპებს.

მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ შენობებში დანერგილია „NFPA“ სტანდარტები. სივრცეები აღჭურვილია ვენტილაციის, „Daikin“-ის გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძარქრობის ულტრათანამედროვე სისტემებით, „Mitsubishi“-ის თანამედროვე სამგზავრო და სატვირთო ლიფტებით, ესკალატორებით და ტრავილატორებით.

„სითი თაუერის“ ბიზნეს ცენტრის და „სითი მოლი‘’ საბურთალოს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილია სკვერი – „სითი გარდენი“, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა სახის მცენარე, მნიშვნელოვანია, უნიკალური სამ საუკუნოვანი ზეთის ხილის ხე, რომელიც ამშვენებს „სითი გარდენი“–ს ეკო–მეგობრულ გარემოს. სკვერი გაკეთდა ქალაქში ურბანული ცენტრების გამწვანების ხელშეწყობის მიზნით.

ექსკლუზიურად „სითი მოლი“-ის სავაჭრო ცენტრებში ოპერირებენ კოპანიები და ბრენდები, რომლებიც მიყვებიან მდგრადი მოდის პოლიტიკას და კონცეფციას, იყენებენ ბიოდეგრადირებად ქსოვილებს ან ახდენენ მათ გადამუშავებას და ხელმეორედ გამოყენებას.

კომპანიის სამომავლო გეგმები ითვალისწინებს გარემოს დაცვის კუთხით ეფექტურ ჩართულობას და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას.