10.სექტემბერი .2019 16:17

6 წლის განმავლობაში კომისიამ მოქალაქეებს 16 მლნ ლარზე მეტი ჩამოაწერა - სემეკი

views 306
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, 2013 წლიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით, მოქალაქეებისათვის ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 16 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო კომისიის მიერ შემუშავებული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის გადახდილი კომპენსაციების ჯამმა 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ირინა მილორავამ კომისიის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა.

მილორავას განცხადებით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა, კერძოდ: ამოქმედდა „მომსახურების ხარისხის წესები” სამივე სექტორისთვის, დაინერგა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა; დაიწყო „მისტიური მომხმარებლის“ პროექტი; შემუშავდა ინტერაქტიული პორტალი მომხმარებლებისათვის; მოქალაქეებისათვის მომსახურების გამარტივების მიზნით განხორციელდა პროექტები სხვადასხვა უწყებასთან ერთად; დამტკიცდა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესი.

მოქალაქეებისათვის კომისიასთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით შეიქმნა ქოლცენტრი - 16 216; სოციალურ ქსელებში ამოქმედდა კომისიის Facebook, Twitter, LinkedIn გვერდები; შეიქმნა ახალი ვებგვერდი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა