საბას ელექტრონულ პლატფორმაზე 6 000-ზე მეტი წიგნი 16 აპრილამდე უფასო იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული წინების სახლის „საბა“-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.
„16 მარტიდან, 1 თვის განმავლობაში, გამომცემლების უპრეცედენტო მხარდაჭერით, უფასო წვდომა ყველა მომხმარებელს საბას მთელ ბიბლიოთეკაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეიდან lit.ge-ზე 2093 ელექტრონული წიგნი ერთი თვის განმავლობაში უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა.