მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 227 აქტიური შემთხვევა – 14 ოქტომბრის კოვიდ-სტატისტიკა

5f872eb725b1a
თამთა ჯიჯავაძე
14.10.20 23:50
1956
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ის 6 227 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 680 იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 7 159-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 109-ს შეადგენს. მათ შორის 7 დღეს გარდაიცვალა.

NCDC-ის ცნობით, 14 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 748 037 PCR ტესტია ჩატარებული.

გარდა ამისა, ამდროისთვის, კარანტინის რეჟიმში - 5 792 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1042 პაციენტი მკურნალობს.