მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 739 ტონა ვაშლიდან 6 456 ტონა ექსპორტზე რუსეთში გავიდა

5fd718e2dd2c4
ინგა მურუსიძე
14.12.20 12:11
1129
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებულმა ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, 6 456 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.