მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 აპრილიდან სამეგრელოში აგრარული ბაზრები დაიხურება - ალექსანდრე მოწერელია

5e8870e2d52f3
ნუცა ბაზლიძე
04.04.20 15:31
763
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელოში, სენაკში აგრარული ბაზარი დაიხურა.

როგორც bm.ge-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა, 6 აპრილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აგრარული ბაზრები დაიხურება.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არის იძულებითი ღონისძიება“, - აღნიშნა მან.

რწმუნებული განმარტავს, რომ ესმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება, ვინც ბაზრობებზეა დასაქმებული, მაგრამ ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

„ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჰქონდა ჩვენს რეგიონში კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, ასევე - წალენჯიხაში. ასევე, ის რისკი, რაც არის ბაზრებში, ვგულისხმობ ნაღდი ფულის მოძრაობას, დისტანციის დაცვის პრობლემებს, იძულებულს გვხდის, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს ალექსანდრე მოწერელია.

Bm.ge-ის კითხვაზე, ს დახმარებას თუ აღმოუჩენს მთავრობა ბაზრობებზე დასაქმებულებს, რწმუნებულმა თქვა, რომ მოვაჭრეებისთვის ცალე, რაიმე სახის კონკრეტული ღონისძიება არ იგეგმება. მოწერელია მათ, ამ პერიოდში, ალტერნატიულ მარკეტებთან და სუპერმარკეტებთან თანამშრომლობას ურჩევს.