მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 აპრილს დახურული ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნა

5e9487e62d26c
თელარა გელანტია
13.04.20 19:55
1414
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილმა ფუნქციონირება განაახლა.

ბაზარში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

„ბაზარში დაცულია სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ. ბაზარში პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან და ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან.

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ამჯერად ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია ფუნქციონირებს. პარალელურად, წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიები, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა - ფუნქციონირებას შეძლებენ.

ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ნორმების დაუცველობის შემთხვევაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ გატარდება მკაცრი ზომები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ზუგდიდის ბაზარი 6 აპრილს დაიხურა და 12 აპრილს ნაწილობრივ გაიხსნა.