მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 აპრილს თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

60671db2c1ca3
ინგა მურუსიძე
02.04.21 17:40
1331
"თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
 
კერძოდ, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

დიდუბის რაიონი - გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი - გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და გაგარინის ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ასათიანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ცხრა აპრილის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, თაბუკაშვილის, გუდიაშვილის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, ჯორჯაძის, ცხრა აპრილის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ქერჩის, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, ჟვანიას, კეკელიძის და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, კეკელიძის, ჟვანიას, შატბერაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი - გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის.

ისნის რაიონი - გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მიკრორაიონის.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.