07.დეკემბერი .2021 17:35

6 დეკემბერს აიცრა 12 194 ადამიანი - NCDC

6 დეკემბერს აიცრა 12 194 ადამიანი - NCDC
views 290
უკან

7 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 251 150 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 205 262 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.4%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულია 1 023 779 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.8%

6 დეკემბერს აიცრა 12 194 ადამიანი.

ვაქცინაციის გეოგრაფიული მაჩვენებელი ასეთია: თბილისში აიცრა ყველაზე მეტი ადამიანი - 3 900; იმერეთში - 1 858; აჭარაში - 1 394; ქვემო ქართლში - 1 093; კახეთში - 1 006; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 909; შიდა ქართლში - 606; გურიაში - 603; სამცხე-ჯავახეთში - 360; მცხეთა-მთიანეთში - 334 და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 131.

საქართველოში იმუნიზაცია სამი ვაქცინით ხორციელდება - „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.