მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 გზა, რომელიც POWERCHINA/Sinohydro-მ საქართველოში ააშენა

5f630f78935ed
BM.GE
17.09.20 11:24
994
კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას განაგრძობს და მალე ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს. პროექტს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი, რომელიც სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს. აქედან, კომპანია POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს და 2 ზოლიან ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებს.

ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროექტია, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავს პროექტებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოში. საქართველოს მთავრობასთან POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) 2009 წლიდან თანამშრომლობს. სულ ცოტა ხნის წინ, დათქმულ ვადებში, ხარვეზების გარეშე ჩააბარა ორი პროექტი. ხულო-ზარზმის გზის პროექტში ჩართვამდე, კომპანიამ POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოში ექვსი პროექტი შეასრულა. ერთ-ერთი პირველი რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2010 წელს შედგა. მოგვიანებით, 2011-2013 წლებში კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ქობულეთის შემოვლითი გზის პირველ ლოტზე იმუშავა. მალევე, ამავე გზის მეორე ლოტიც POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-ს ჩაბარდა.

2014-2016 წლებში კომპანიამ თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე იმუშავა. დამფინანსებელი აქაც აზიის განვითარების ბანკი იყო. სულ ბოლოს კი, 2020 წელს POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ საქართველოში კიდევ ორი გზა ააშენა. ერთ-ერთი სამტრედია-გრიგოლეთის გზის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთია. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შედგა. ერთ-ერთი ბოლო პროექტი კი, რომელიც POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ საქართველოში შეასრულა, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ლოტი 1 და ლოტი 2-ია, ანუ ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.