უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.
ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან დასაშვები ხდება ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე ორშაბათიდან გაიხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.
"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვინაიდან მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი გაზომილია და გამოწვეულია მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევებით, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. საქართველოს მთავრობა ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში იღებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ და მას შემდეგ, რაც მსოფლიოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდა, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისები შეჩერდა, თუმცა ფრენები ევროპის მიმართულებით არ შეწყვეტილა და კომპანია „აირზენას“ მიეცა საშუალება, შეასრულოს კომერციული ფრენები ევროპის მიმართულებით, ბაზარზე არსებული საჭიროების გათვალისწინებით. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ივლისში უკვე დაგეგმილია 12 კომერციული რეისი. ამასთანავე, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესის გათვალისწინებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიასთან ავიარეისების აღდგენის თაობაზე და კონკრეტული გადაწყვეტილებები ეტაპობრივად მიიღება.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR ტესტირებების გაფართოების პროცესსა და მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირების მიმდინარეობაზე, ასევე კლინიკებში არსებულ მდგომარეობაზე. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 928 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 794 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 229 პირი", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის