მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 კომპანია, რომელსაც ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი მიენიჭა

5e65ee7bb2091
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.20 12:30
2539
„გამა“, „სამედიცინო სამკურნალო ფირმა ესკულაპი“, „ბიოფარმი“, შპს „ბიოქიმფარმი“, „ნეოფარმი“, შპს „ჯი-ემ-პი“ - ეს ის 6 კომპანიაა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 28 თებერვლის განკარგულებების (#427, 428, 429, 430, 431, 432) თანახმად, ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს მთავრობის #625 დადგენილების თანახმად, რომელიც პირისთვის ფარმაცევტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირების და გაუქმების წესს განსაზღვრავს, პირს სტატუსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათებით სარგებლობისთვის ენიჭება.

საქმე იმაშია, რომ  კოდექსის აღნიშნული მუხლი ფარმაცევტულ საწარმოს მიერ ამ საწარმოს მიერვე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდებას დღგ-ისგან ათავისუფლებს. ამასთან, ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

ცნობისთვის, 2022 წლის 1 იანვრიდან ფარმაცევტული ინდუსტრია საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტზე – Good Manufacturing Practice (კარგი საწარმოო პრაქტიკა) გადადის.