04.მაისი .2021 12:22

6 მაისიდან თბილისში მასშტაბური დასუფთავება-მორეცხვის სამუშაოები დაიწყება

6 მაისიდან თბილისში მასშტაბური დასუფთავება-მორეცხვის სამუშაოები დაიწყება
views 1834
უკან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩები მოირეცხება. როგორც მან facebook-ლაივის დროს განაცხადა, სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება.

როგორც მერის მოადგილემ, ანდრია ბასიალაიამ განაცხადა, გაზაფხულია, მტვერი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ქალაქში და ეს დასუფთავების სამუშაოებიც სწორედ ამას უკავშირდება.

თბილისის მერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში „თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტექნიკით დაეხმარება.

"მოგეხსენებათ, ტექნიკით სრულად არ არის ჩვენი სამსახურები აღჭურვილი. ამჟამად საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტექნიკას დავიხმართ, ხოლო მომავლისთვის დასუფთავების ტექნიკის შესაძენად ტენდერია გამოცხადებული და ყველაფერს შევიძენთ", - განაცხადა კალაძემ.  

მისი თქმით, დასუფთავების სამუშაოები გამთენიას ჩატარდება, შესაძლოა კომენდანტის დროსაც, რომ მოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა