მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 მლნ ევროს ინვესტიციით ლილოში McDonlad's-ის პურის ქარხანა გაიხსნება

6006ed3c938b5
ელენე გოგბერაშვილი
25.01.21 10:17
4543
თებერვლის ბოლოს ლილოში, "მაკდონალდსის" პურის ქარხანა გაიხსნება. როგორც „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, ქარხნის მშენებლობაში 6 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

მისი თქმით, წინასწარი გეგმის მიხედვით, საქართველოში წარმოებული პროდუქტით, აზერბაიჯანსა და სამხრეთ რუსეთში მდებარე "მაკდონალდსის" რესტორნები მომარაგდება.

„თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გავხსნით ულტრათანამედროვე პურის ქარხანას "მაკდონალდისათვის". ეს მეოთხე იქნება მსოფლიოში იმ რეცეპტებით და ტექნოლოგიებით, რასაც ვნერგავთ საქართველოში. დაახლოებით, 6 მლნ ევროს ინვესტიციას ვაკეთებთ ლილოში. ახლა დანადგარების მონტაჟი და ქარხნის გამართვა მიდის. წარმოუდგენელი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც ხარისხობრივ მაჩვენებელსაც მაღლა სწევს. ეს არის საექსპორტო პროდუქცია, რომელიც უნდა მივაწოდოთ აზერბაიჯანს, სადაც 22 რესტორანია და შესაძლებელია სამხრეთ რუსეთსაც მივაწოდოთ, ესაა პროგრამა“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მათ გეგმაშია, ასევე, წელს "მაკდონალდსის" 3 რესტორნის გახსნა. მათ შორის ორი - თბილისში და ერთი რეგიონში იქნება წარმოდგენილი.