მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 ქვეყანა, საიდანაც საქართველო დღეიდან უცხოელებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხით მიიღებს

603bea249c9d0
თელარა გელანტია
01.03.21 00:02
3136
დღეიდან, იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველო უცხოელ ვიზიტორებს თუ ტურისტებს მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე მიიღებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს შეეძლებათ, 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, შემოვიდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორები აუცილებლად ავიაგზით უნდა ჩამოვიდნენ; სახმელეთო საზღვრები კი, კვლავ ჩაკეტილი რჩება.

ამასთან, მოქმედი წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც PCR ტესტით შემოდიან საქართველოში, საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, თან საკუთარი ხარჯებით.

ცნობისთვის: საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება უკვე აქვს ქვემოთ მოცემული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

• ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
• ისრაელის სახელმწიფო
• თურქეთის რესპუბლიკა
• შვეიცარიის კონფედერაცია
• ნორვეგიის სამეფო
• ამერიკის შეერთებული შტატები
• დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
• საუდის არაბეთის სამეფო
• კატარის სახელმწიფო
• არაბთა გაერთიანებული საამიროები
• ბაჰრეინის სამეფო.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ასევე ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა.