მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თებერვალს მხოლოდ 722 აცრა ჩატარდა – სრულად ვაქცინირებულია 42.7%

6200f323649af
ინგა მურუსიძე
07.02.22 14:21
517
7 თებერვლის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 751 192 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 339 802 , >18 ასაკის მოსახლეობის 46.6%

ამასთან, სრულად ვაქცინირებულია 1 227 138 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.7%; ბუსტერ დოზით კი აცრილია 181 839 ადამიანი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 958 (2.23%) ადამიანი, სრულად კი აცრილია - 2 862 (1.61%);

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 468 (15.38%) სრულად აცრილია- 10 909 (13.45%);

6 თებერვალს ჩატარდა 722 აცრა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს