მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ღვინის ექსპორტმა 2019 წლის მაჩვენებლებსაც გადააჭარბა - ღვინის სააგენტო

60e7e8fd71088
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.21 10:40
1183
ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია, დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზეც - ინფორმაციას ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2021 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46.4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.

ეს მაჩვენებელი ასევე პანდემიამდე პერიოდის მონაცემებსაც აღემატება - 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული 98 მლნ დოლარის ღირებულების 40.5 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთში - 31% (2 864 152), ჩინეთში - 10% (2 762 922), ლიეტუვაში - 38% (245 940), ლატვიაში- 2% (809 106), აშშ-ში - 35% (502 353), გერმანიაში - 4% (364 459), ესტონეთსა - 3% (348 538) და დიდი ბრიტანეთში - 60% (283 830).

სააგენტოს ცნობით, მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 170 მლნ აშშ დოლარი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.