მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში რეგულირების სააგენტომ 27 ათასამდე ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა

61001b126e06c
BM.GE
27.07.21 18:39
507

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს. უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა.

"2021 წლის იანვრიდან დღემდე სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოავლინა და 26 642 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოახდინა. მხოლოდ ივლისში, სააგენტომ ერთ-ერთ აფთიაქში, საოფისე მაგიდაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 17 დასახელების 2485 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი აღმოაჩინა. ასევე კომპიუტერის ქეისში გადამალული 358 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი.

სააგენტო ახდენს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის",- აცხადებენ სააგენტოში.