მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში სადაზღვევოებმა 50 მლნ ლარით მეტი სადაზღვევო პრემია მოიზიდეს

5d838a9eaabaf
ელენე გოგბერაშვილი
20.09.19 09:50
966
2019 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 345,32 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 50.04 მლნ ლარით აჭარბებს 2018 წლის 6 თვის მონაცემებს.

მოზიდული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა "იმედი L". კომპანიამ წლის პირველ 6 თვეში 58,74 მილიონი ლარი მოიზიდა. მეორე ადგილზეა "ჯი პი აი ჰოლდინგი" – 56,62 მილიონი ლარით, 51,26 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა "ალდაგმა", "თიბისიმ" 39,29, არდიმ კი – 29,52 მლნ ლარის.

კომპანიებმა ყველაზე მეტი პრემია შემდეგი დაზღვევის სახეობებიდან მიიღეს:

სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა - 145,65 მლნ ლარი, 

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 57,83 მლნ ლარი.

პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამიმდინარე, მიმდინარწ წლის 6 თვეში კომპანიებმა ჯამში 203,66 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 67,87 მლნ ლარით აჭარბებს.

2019 წლის 6 თვეში ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მიხედვით პირველ ადგილზეა კომპანია "უნისონი". აღნიშნული კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალების მოცულობა წინა წლის 6 თვის მაჩვენებლთან შედარებით 6-ჯერ არის გაზრდილი. კომპანიამ მიმდინარე წლის 6 თვეში 43,51 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 7,06 მლნ ლარს შეადგენდა.